მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ქართული უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა - ექსპორტმა 150 მლნ ტონას მიაღწია

სასმელები

2024 წელს საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოება 5%-ით გაიზარდა და 492 მილიონი ლიტრი შეადგინა. როგორც TBC Capital-ის ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორული კვლევის პუბლიკაციაშია აღნიშნული, პანდემიის შემდგომ სამი წლის განმავლობაში ორნიშნა ზრდის ძლიერი ტემპების შემდეგ, უალკოჰოლო სასმელების წარმოება დასტაბილურდა.

TBC Capital-ის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ფასების ცვლილებებმა და პროდუქციის მრავალფეროვანმა შემადგენლობამ, წარმოების ღირებულება 12%-ით, 943 მილიონ ლარამდე გაზარდა.

საქართველოში წარმოებული უალკოჰოლო სასმელების ღირებულება:

  • 2020 - 411 მლნ ლარი
  • 2021 - 585 მლნ ლარი
  • 2022 - 765 მლნ ლარი
  • 2023 - 841 მლნ ლარი
  • 2024 - 943 მლნ ლარი

ამასთან, სექტორული კვლევის თანახმად, 2024 წელს უალკოჰოლო სასმელების ექსპორტმა მყარი ზრდა აჩვენა და 150 მილიონ ლიტრს მიაღწია. წლიური ზრდა 5.9%-ია. რაც შეეხება იმპორტს, 2024 წელს ქვეყანამ 23.4 მილიონი ლიტრი უალკოჰოლო სასმელები შეისყიდა, რაც 2023 წლის ანალოგიური პერიოდის იდენტური მაჩვენებელია.

უალკოჰოლო სასმელების ექსპორტ/იმპორტის ძირითადი სავაჭრო პარტნიორები:

ექსპორტი:

  1. რუსეთი - 47%
  2. აზერბაიჯანი - 14%
  3. ყაზახეთი - 11%
  4. სომხეთი - 10%
  5. უზბეკეთი - 5%

იმპორტი:

  1. რუსეთი - 23%
  2. პოლონეთი - 17%
  3. თურქეთი - 17%
  4. უნგრეთი - 6%
  5. ავსტრია - 5%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები