2024 წელს საქართველომ რუსული გაზის იმპორტში 32%-ით მეტი გადაიხადა. 2024 წელს რუსეთიდან ჯამში 145.7 მლნ დოლარის ღირებულების გაზია იმპორტირებული.
ბოლო წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტი მზარდია, ამის პარალელურად კი აზერბაიჯანიდან მცირდება. ასე მაგალითად თუ 2023 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 313.4 მლნ დოლარის ღირებულების გაზი იყიდა, შარშან იმპორტის ღირებულება 254.1 მლნ დოლარია.
რუსეთიდან იმპორტირებული გაზის მოცულობა:
- 2023 წელი - 596 მლნ მ³
- 2022 წელი - 520 მლნ მ³
- 2021 წელი - 397 მლნ მ³
- 2020 წელი - 204 მლნ მ³
რუსეთთან საქართველოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი აკავშირებს, საიდანაც სომხეთი და საქართველო რუსულ გაზს იღებენ. გატარების სანაცვლოდ, საქართველო ბუნებრივ აირს იღებდა [გატარებული გაზის 10%-ს], თუმცა შემდეგ ხელშეკრულების პირობები შეიცვალა და „გაზპრომ ექსპორტმა“ ფულის გადახდა დაიწყო. რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ხელშეკრულება კომერციული საიდუმლოს საბაბით არ საჯაროვდება, შესაბამისად, პირობები უცნობია. რუსეთიდან გაზის იმპორტი 2019 წლიდან იზრდება და 2023 წელს გაზის მოცულობამ 596 მლნ მ³-ს მიაღწია.