საქართველოდან მომსახურების ექსპორტი მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს მომსახურების ექსპორტმა 7.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3.8 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 5.4%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2024 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით მეტია 2023 წლის სავაჭრო ბალანსზე.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4.4 მლრდ აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 57.4%-ს შეადგენს. მეორე ადგილს
იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1.7 მლრდ აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 22.3%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 842.3 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 10.9%).
ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 57.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (985.7 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (980 მლნ. აშშ დოლარი) და ისრაელი (515 მლნ. აშშ დოლარი).
რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია
სატრანსპორტო მომსახურების სახით რომლის იმპორტმა 2.3 მლრდ აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 59.4% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 485.9 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 12.7%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურებაა 285.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.5%).
ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 51.2% შეადგინა. უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნებია: აშშ (413.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (351.6 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (322.2 მლნ. აშშ დოლარი).




























