საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკიდან ვიგებთ. 2024 წელს საქართველოში 39 მილიონ 310 ათასი დოლარის ღირებულების 7 276 ტონა მოხალული და მოუხალავი ყავა შემოვიდა.
იმპორტის ღირებულება 25.5%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა 4%-ით შემცირდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ყავა გაძვირდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს 1 ტონა ყავა საქართველოში 5 402 დოლარად შემოდიოდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ტონა ყავის საშუალო ფასი 4 129 დოლარი იყო.
საქართველოსთვის ყავის მთავარი მომწოდებელი ინდონეზიაა. TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:
- ინდონეზია - $11.2 მლნ, 2 817 ტონა;
- რუსეთი - $6.6 მლნ, 1 027 ტონა;
- იტალია - $4.6 მლნ, 371 ტონა;
- ვიეტნამი - $4.3 მლნ, 1 325 ტონა;
- გერმანია - $2.8 მლნ, 365 ტონა;
- სომხეთი - $2 მლნ, 355 ტონა;
- თურქეთი - $1.5 მლნ, 176 ტონა;
- საფრანგეთი - $1 მლნ, 79 ტონა;
- ნიდერლანდები - $936 ათასი, 107 ტონა;
- ბრაზილია - $914 ათასი, 249 ტონა;
საქართველოდან ყავის ექსპორტი მცირეა. გასულ წელს ქვეყნიდან 2 მილიონ 123 ათასი დოლარის ღირებულების 336 ტონა ყავა გავიდა: $1.2 მილიონის 242 ტონა სომხეთში, $252 ათასის 28 ტონა არაბთა გაერთიანებული საამიროებში, $245 ათასის 6 ტონა გერმანიაში, $116 ათასის 20 ტონა ყავა ყაზახეთში, $88 ათასის ღირებულების 5 ტონამდე ყავა კი აშშ-ში გავიდა.