მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა - სად ვიყიდეთ $35 მილიონის ღირებულების პროდუქტი?

ყავა

გასულ წელს საქართველოს ყავის იმპორტი გაუძვირდა. საქსტატის მონაცემებით, საქართველომ 2024 წლის 11 თვეში 34,8 მლნ დოლარის 6 587 ტონა ყავა შეიძინა. მაშინ, როდესაც 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში მეტი მოცულობა, 6 960 ტონა პროდუქტი 28.2 მლნ დოლარად იყიდა.

შესაბამისად, საქართველოს ყავის იმპორტმა ღირებულებაში 23.5%-ით მოიმატა მაშინ, როდესაც რაოდენობრივად 5.4%-ით იკლო, რაც იმპორტის გაძვირებაზე მეტყველებს.

ფასის ზრდა გლობალური ტენდენციით შეიძლება აიხსნას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების და კლიმატური პირობების გავლენით, მსოფლიოში ყავის ფასი გაზრდილია, მათ შორის, რობუსტას ჯიშის ყავა 45-წლიან მაქსიმუმამდე გაძვირდა.

ქვეყანა ყველაზე დიდი რაოდენობით ყავას ინდონეზიისგან ყიდულობს, რომლის წილიც ყავის მთლიან იმპორტში 37%-ია. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ქვეყნიდან იმპორტის შემცირება შეინიშნება. გასულ წელს, 11 თვეში საქართველომ ინდონეზიაში 9.5 მლნ დოლარის ღირებულების 2 452 ტონა ყავა შეიძინა, ხოლო, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 3 087 ტონა, რაშიც 7.8 მლნ დოლარი გადაიხადა.

უფრო დეტალურად, საქართველო ყველაზე მეტ მოხალულ და მოუხალავ ყავას შემდეგი TOP-10 ქვეყნისგან ყიდულობს:

  1. ინდონეზია - $9,5 მლნ/2 453 ტონა;
  2. ვიეტნამი - $4,4 მლნ/1,326 ტონა;
  3. რუსეთი - $5,5 მლნ/861 ტონა;
  4. გერმანია - $2,7 მლნ/350 ტონა;
  5. იტალია - $4,2 მლნ/337 ტონა;
  6. სომხეთი - $1,8 მლნ/329 ტონა;
  7. ბრაზილია - $917 ათასი/250 ტონა;
  8. თურქეთი - $1,2 მლნ/143 ტონა;
  9. შვეიცარია - $393 ათასი/84 ტონა;
  10. ნიდერლანდები - $698 ათასი/80 ტონა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები