მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საქართველომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტი შეამცირა, ბულგარეთიდან და რუმინეთიდან - გაზარდა

ბენზინგასამართი

2024 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველომ უცხოეთიდან 422 მილიონი დოლარის ღირებულების 494 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანხობრივად 32%-ით, ხოლო რაოდენობრივად 22%-ით მეტია.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, თუკი გასულ წელს ნავთობის იმპორტში რუსეთზე 67% მოდიოდა, 2024 წელს კი რუსეთზე ნავთობის იმპორტის 43% მოდის, რაც საწვავის ექსპორტზე თავად რუსეთის მიერ დაწესებულ საექსპორტო შეზღუდვას უკავშირდება. რაოდენობრივად, 2024 წლის პირველ 4 თვეში რუსეთიდან შეძენილი საწვავის ღირებულება 183.7 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14%-ით ნაკლებია.

შედეგად, საქართველომ გაზარდა იმპორტი სხვა ქვეყნებიდან, მთლიანობაში იმპორტის მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

რუსეთი - 183.7 მილიონი დოლარი, 240 ათასი ტონა;
ბულგარეთი - 52 მილიონი დოლარი, 57 ათასი ტონა;
რუმინეთი - 52 მილიონი დოლარი, 61 ათასი ტონა;
აზერბაიჯანი - 33 მილიონი დოლარი, 40 ათასი ტონა;
საბერძნეთი - 23 მილიონი დოლარი, 22 ათასი ტონა;
თურქმენეთი - 19 მილიონი დოლარი, 22 ათასი ტონა;
ბელარუსი - 18 მილიონი დოლარი, 18 ათასი ტონა;
თურქეთი - 12 მილიონი დოლარი, 9 ათასი ტონა.

შესაბამისად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში საწვავის იმპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უფრო დივერსიფიცირებული გახდა.

ამასთან, საგარეო ვაჭრობის ანგარიშის მიხედვით გაზრდილია საქართველოდან ნავთობის რეექსპორტიც. 2024 წლის პირველ 4 თვეში ექსპორტმა სულ 24 მილიონი დოლარი (40 ათასი ტონა) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 42%-ით მეტია. საქართველოდან საწვავის რეექსპორტი ძირითადად ნიდერლანდების, სომხეთისა და საბერძნეთის მიმართულებით ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები