მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება - მსოფლიო ბანკის პროგნოზი

მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური ზრდის მოლოდინები განაახლა. ორგანიზაციის შეფასებით მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზრდება. შესაბამისად, ეს 2023 წელს საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, 6.5%-ზე (მსოფლიო ბანკი) 1.7 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

ზრდის მოსალოდნელი შენელება რამდენიმე ფაქტორს, მათ შორის მიგრაციული ეკონომიკური ბუსტის შემცირებას უკავშირდება. საგულისხმოა რომ 2021-2022 წლებში საქართველოს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - 10.5% და 10.4%, 2023 წელს კი ზრდის ტემპი 6.5%-მდე შემცირდა, რაც მათ შორის მაღალი საბაზო ეფექტით იყო განპირობებული.

რეგიონის ქვეყნებისთვის მსოფლიო ბანკის პროგნოზი 2024 წლის ზრდასთან დაკავშირებით ასე ნაწილდება:

საქართველო - 4.8%-იანი ზრდა;

სომხეთი - 4.7%-იანი ზრდა;

აზერბაიჯანი - 2.4%-იანი ზრდა;

თურქეთი - 3.1%-იანი ზრდა;

უკრაინა - 3.2%-იანი ზრდა;

რუსეთის ფედერაცია - 1.3%-იანი ზრდა.

საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობა 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, შესაბამისად, მიმდინარე წლის ბიუჯეტიც ამ მაჩვენებელზე არის დაგეგმილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მოლოდინზე უფრო ოპტიმისტურია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები