მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა - მათგან 50%-მა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო

საქ-რუს

2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1 592 ადამიანს შეუწყდა - ამის შესახებ ინფორმაცია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქსტატის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შემთხვევები შემცირდა - 2023 წელს ასეთი 3756 შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ახალი მოქალაქეობის ქვეყნებს, 50.37%-მა, ანუ 802-მა ადამიანმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. 200-მა ადამიანმა მიიღო საბერძნეთის მოქალაქეობა, 102-მა - ისრაელის.

საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ახალი მოქალაქეობის ქვეყნის მიხედვით:

  1. რუსეთის ფედერაცია - 802
  2. საბერძნეთი - 200
  3. ისრაელი - 102
  4. თურქეთი - 63
  5. სომხეთი - 57
  6. უკრაინა - 56
  7. აშშ - 38
  8. გერმანია - 13
  9. აზერბაიჯანი - 8
  10. გაერთიანებული სამეფო - 4
  11. სხვა ქვეყანა - 118
  12. მითითებული არ არის - 131

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები