მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს შემოწმებულ საეჭვო ბანკნოტებსა და მონეტებს შორის 60% ყალბი იყო - ეროვნული ბანკი

ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს სულ 11,014 საეჭვო ბანკნოტი და მონეტა შემოწმდა, საიდანაც 60%-ის სიყალბე დადასტურდა. დოკუმენტის თანახმად, ლარის გაყალბების ფაქტები შემცირდა, ყალბი დოლარის და ევროს რაოდენობა კი გაიზარდა.

"2024 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით შემცირდა 38.9 პროცენტით. ყალბი დოლარების ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.8 პროცენტით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 42.5 პროცენტით. აგრეთვე, სხვა ყალბი უცხოური ვალუტა გაიზარდა 4.9-ჯერ. რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას 2023 წელთან შედარებით გაიზარდა 9.7-ჯერ ნომინალების მიხედვით,"- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.

ვალუტა სულ ყალბი ნამდვილი
ლარის ბანკნოტები 2733 769 1128
ლარის მონეტები 5442 3595 1847
აშშ დოლარი 2398 1849 549
ევრო 210 166 44
სხვა უცხოური ვალუტა 231 195 36
სულ 11014 6574 3604

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები