2026 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 350 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 13 მლნ დოლარით მეტია.
BMG-ი გთავაზობთ Top 10 ქვეყანას, საიდანაც ივლისში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა:
| ქვეყანა | მოცულობა (მლნ დოლარი) | ცვლილება (%) | |
| 1 | აშშ | 67.77 | 11.23% |
| 2 | იტალია | 55.93 | 0.37% |
| 3 | რუსეთი | 42.02 | -7.15% |
| 4 | გერმანია | 31.72 | 8.49% |
| 5 | ისრაელი | 29.28 | 21.62% |
| 6 | საბერძნეთი | 28.00 | 7.32% |
| 7 | თურქეთი | 12.22 | 21.81% |
| 8 | ესპანეთი | 9.83 | -1.88% |
| 9 | ყაზახეთი | 8.26 | -4.54% |
| 10 | ყირგიზეთი | 8.17 | -27.69% |
როგორც სტატისტიკიდან ჩანს, აშშ-დან გზავნილები წლიურად 11%-ით გაიზარდა და 67.8 მლნ დოლარი შეადგინა, ისრაელიდან - 21.6%-ით, 29.3 მლნ დოლარამდე, ხოლო თურქეთიდან 22%-ით - 12.2 მლნ დოლარამდე. კვლავ კლებაა რუსეთიდან. კერძოდ, ივლისში რუსეთიდან 42 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც წლიურად 7%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ივლისში ევროკავშირიდან გადმორიცხულმა თანხამ 153 მლნ დოლარი, ანუ მთლიანი გზავნილების 44% შეადგინა. წლიურად გზავნილები კი 2.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაღალი წილით კვლავ იტალია, გერმანია და საბერძნეთი გამოირჩევა.
2026 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 39 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2025 წლის ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 4.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.




























