მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს შუა დერეფნით ჩინეთსა და საქართველოს შორის საკონტეინერო გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა - გენადი არველაძე

არველაძე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ამბობს, რომ შუა დერეფნის, როგორც ალტერნატიული მარშრუტის მზარდი მნიშვნელობა გადაზიდვების მოცულობის ზრდაში უკვე აისახა. მისი თქმით, 2024 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთსა და საქართველოს შორის კონტეინერებით გადაზიდვა 15-ჯერ გაიზარდა და რეკორდულ 12 678 TEU-ს მიაღწია.

„შუა დერეფნის, როგორც ევროპასა და აზიას შორის საკვანძო ეკონომიკური მარშრუტის როლი სულ უფრო მეტად იზრდება. დერეფნის მზარდი მნიშვნელობა მის სტრატეგიულ მდებარეობაშია, რომელიც ტრადიციული სავაჭრო მარშრუტების უფრო სწრაფი ალტერნატივა ხდება და მიწოდების ჯაჭვის მდგრადობას აძლიერებს. ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაში მუდმივი ინვესტირებით დერეფნის ეკონომიკური პოტენციალი სულ უფრო მეტად იზრდება,“ - განაცხადა გენადი არველაძემ ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (CAREC) წევრების წარმომადგენლების წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ სესიაზე.

CAREC-ის წევრი სახელმწიფოების ეროვნული წარმომადგენლების წლიურ შეხვედრაზე დაგეგმილია CAREC-ის სტრატეგია 2030-ის განხორციელების პროგრესის განხილვა და სამომავლო სამოქმედო გეგმის შემუშავება. ასევე გადაიხედება სექტორული სტრატეგიების განხორციელების პროცესი, რაც ეხება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებს, როგორებიცაა ტრანსპორტი, ვაჭრობა, ენერგეტიკა და ციფრული ტრანსფორმაციის თემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები