2024 წელს სპორტსმენტთა ჯილდოებზე 21 მილიონი ლარი დაიხარჯა - ამის შესახებ განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, დეპუტატ თეა წულუკიანის კითხვაზე პასუხისას.
2024 წელს სპორტსმენთა ჯილდოების მნიშვნელოვანი ნაწილი მოდიოდა ოლიმპიელების ჯილდოებზე. ოქროს მედალოსნები - ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და ლაშა ბექაური ოქროს მედლისთვის 1 მილიონი ლარით დაჯილდოვდნენ.
ტატო გრიგალაშვილი, გივი მაჭარაშვილი და ილია სულამანიძე ვერცხლის მედლებისთვის 500 ათასი ლარით დაჯილდოვდნენ, ლაშა გურული კი ბრინჯაოს მედლისთვის 250 ათასი ლარით დაჯილდოვდა.
“გთხოვთ დაგვიზუსტოთ ჯილდოების მიღმა ფედერაციების მიხედვით რა თანხების დამატებაა განსაზღვრული. კარგი იქნება რომ საზოგადოებამ იცოდეს და ფედერაციებმაც საჯაროდ და მეც მაინტერესებს,”- განაცხადა თეა წულუკიანმა.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით კი 34 მილიონი ლარიდან, რაც სპორტული ფედერაციებისთვის იყო გათვალისწინებული, 21 მილიონი ლარი სპორტსმენების ჯილდოებზე დაიხარჯა.