2015 წლის შემდეგ პირველად, Tesla-მ 2024 წელი წლიური გაყიდვების კლებით დაასრულა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრომობილებზე შემცირებული მოთხოვნის გამო, კომპანიის გაყიდვები 2023 წელს 1.81 მილიონიდან 1.1%-ით, 1.79 მილიონამდე შემცირდა.
ამასთან, Tesla-ს გაყიდვები წლის მეოთხე კვარტალში 2.3%-ით, 495 570-მდე გაიზარდა, თუმცა Wall Street-ის პროგნოზი, 498 000 ერთეულის გაყიდვის შესახებ, კომპანიამ ვერ შეასრულა. ბოლო კვარტალში Tesla-ს გაყიდვების საშუალო ღირებულებამ $41 ათასი შეადგინა, რაც ბოლო 4 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
შემცირებულ მოთხოვნასთან ერთად, Tesla კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას: ამერიკული ავტომწარმოებლის მოდელები მნიშვნელოვნად ჩამორჩება კონკურენტი კომპანიების ინოვაციურ მოდელებს.