2024 წელს უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაორმაგდა. 2024 წლის დეკემბერში ამ სექტორის უმოქმედო სესხების მოცულობა 86 მილიონ ლარს აღწევდა, რაც 2023 წელთან შედარებით 90%-ით მეტია. შესაბამისად, გასულ წელს ამ სექტორის ვადაგადაცილებული პორტფელი გაორმაგდა.
ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მთლიანობაში ვადაგადაცილებული სესხები უძრავი ქონების დეველოპმენტზე მხოლოდ 2% მოდის. უფრო მეტი ვადაგადაცილებული სესხი სოფლის მეურნეობის სექტორშია და 2.7%-ს შეადგენს, სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების სექტორში კი ვადაგადაცილებული სესხები პორტფელის 2.4%-საც აღწევს.
| სექტორი | ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა | ვადაგადაცილების წილი |
| სოფლის მეურნეობის სექტორი | 92.35 მილიონი ლარი; | 2.3% |
| უძრავი ქონების დეველოპმენტი | 86.36 მილიონი ლარი; | 2.4% |
| სასტუმროები და ტურიზმი | 79.24 მილიონი ლარი; | 2.4% |
| ვაჭრობა (სხვა) | 73.80 მილიონი ლარი; | 2.3% |
| სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა | 63.27 მილიონი ლარი; | 2.1% |
| სერვისი | 58.46 მილიონი ლარი; | 2.3% |
| უძრავი ქონების მენეჯმენტი | 41.07 მილიონი ლარი; | 1.6% |
| სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) | 38.75 მილიონი ლარი; | 1.8% |
| რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები | 37.84 მილიონი ლარი; | 1.8% |
| სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა | 37.36 მილიონი ლარი; | 2.0% |
| სამომხმარებლო საქონლის წარმოება | 28.95 მილიონი ლარი; | 2.2% |
| მძიმე მრეწველობა | 22.19 მილიონი ლარი; | 2.2% |
| ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები | 12.39 მილიონი ლარი; | 1.3% |
| ჯანდაცვა | 12.14 მილიონი ლარი; | 1.3% |
| წარმოება (სხვა) | 11.76 მილიონი ლარი; | 1.4% |
| სხვა | 7.42 მილიონი ლარი; | 0.9% |
| ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა | 5.47 მილიონი ლარი; | 0.8% |
| ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა | 3.32 მილიონი ლარი; | 0.5% |
| მათ შორის: ექსპორტიორები | 2.76 მილიონი ლარი; | 0.4% |
| საფინანსო ინსტიტუტები | 1.86 მილიონი ლარი; | 0.3% |
| ენერგეტიკა | 1.15 მილიონი ლარი; | 0.3% |
| ავტომობილების დილერები | 0.53 მილიონი ლარი; | 0.2% |
| ფარმაცევტიკა | 0.24 მილიონი ლარი; | 0.1% |
| ტელეკომუნიკაცია | 0.09 მილიონი ლარი; | 0.0% |
| საბითუმო ლომბარდი | 0.00 მილიონი ლარი; | 0.0% |
| სახელმწიფო ორგანიზაციები | 0.00 მილიონი ლარი; | 0.0% |
| ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები | 0.00 მილიონი ლარი; | 0.0% |
ამასთან, ბანკებმა 2024 წელს ყველაზე მეტად 54%-ით სწორედ უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორის დაფინანსება გაზარდეს, რომლის პორტფელმაც 2024 წლის დეკემბერში 4 მილიარდ ლარს მიაღწია. ამ მაჩვენებლით დეველოპმენტი სექტორებს შორის #1 ადგილს იკავებს.




























