მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"Citizen Central Park-ის საცხოვრებელი ბლოკების 80%-მდე უკვე გაყიდულია" - როდის დასრულდება კომპლექსის მშენებლობა?

Cityzen

თბილისის ცენტრალურ უბანში მულტიკომპლექსურ პროექტ CITYZEN Central Park-ში საცხოვრებელი ბლოკების 80%-მდე უკვე გაყიდულია. ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას პროექტის მმართველი კომპანია Citizen-ის გაყიდვების მენეჯერმა ანა ჭელიძემ ისაუბრა.

თბილისის ცენტრალურ უბანში კომპანია CITYZEN-მა მულტიკომპლექსური პროექტის CITYZEN Central Park -ის მშენებლობა პანდემიის პერიოდში დააანონსა და 2023 წლის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. პროექტს ჰოლდინგური ამერიკული კომპანია IG International-ის ქოლგის ქვეშ არსებული კომპანია IG Development-ის შვილობილი ახორციელებს.

რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა დედაქალაქის ცენტრში $300 მლნ-იანი CITYZEN Central Park-ის მშენებლობა?

CITYZEN Central Park-ის კომპლექსი 4 საცხოვრებელს ბლოკსა და Central Tower-ს აერთიანებს, რაც ანა ჭელიძის თქმით, სრულყოფილ პროექტს ქმნის.

„საცხოვრებელი ბლოკების დაახლოებით 70-80% უკვე გაყიდულია“, - აღნიშნა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას და მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსში არსებული Central Tower-ის და 4 საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობის დასრულების ვადებზე ისაუბრა.

„თაუერის დასრულების თარიღი განსხვავებულია, რადგან სრული რემონტით სრულდება. ვფიქრობთ, 2028 წლის დეკემბერში, მაგრამ შანსია, რომ მცხოვრებლებს გასაღებები მანამდეც გადაეცეთ. საცხოვრებელ ბლოკებს რაც შეეხება, 2026 წლის დეკემბერში უკვე მცხოვრებლები საცხოვრებლად გადავლენ“, - თქვა ანა ჭელიძემ.

მისი ინფორმაციით, Central Tower-ის მეთვრამეტე სართულამდე საოფისე სივრცეები იქნება. მეცხრამეტე სართულიდან კი ადგილი აპარტამენტებს დაეთმობა, რომელიც სამი ტიპის - ერთსაძინებლიანი, ორსაძინებლიანი და სამსაძინებლიანია. Central Tower-ის გაყიდვების მენეჯერი პროექტის ყველა იმ უპირატესობა საუბრობს, რაც მისი შეფასებით, საცხოვრებელ კომპლექსს გამოარჩევს.

„Citizen Central Park-ი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზე მორგებული საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც აერთიანებს კომფორტს, ხარისხსა და თანამედროვე ცხოვრების სტანდარტებს. კომპლექსი შენდება 46,000 კვადრატული მეტრის ტერიტორიაზე, რომლის ნახევარი რეკრეაციულ ზონებს ეთმობა, სხვადასხვა ტიპის ბაღებით, ხელოვნური ტბით, პერსონალური ხელოვნური ტბით, ბავშვთა გასართობი მოედნებით, სპორტული მოედნებით და ველობილიკით. მნიშვნელოვანია ის, რომ კომპლექსის შიდა სივრცეში ავტომობილები არ იმოძრავებენ და კომპლექსს საავტომობილო გზა გარშემო ექნება, უშუალოდ პარკირებაზე ჩასასვლელად. ამასთან, ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი და მცხოვრებლებს ყოველდღიური საჭიროებების მისაღებად კომპლექსის გარეთ გასვლა არ მოუწევს - ყველანაირი სერვისი, საჭიროება, რაც ადამიანს დღის განმავლობაში აქვს, ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი - იქნება ეს ვაჭრობა, გასართობი თუ სარელაქსაციო მომსახურება, სპორტული სერვისები და ასე შემდეგ. დავამატებ იმასაც, რომ კომპლექსი თამარაშვილის და უნივერსიტეტის კვეთაზეა და საკმაოდ ახლოს არის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ ტერიტორიასთან, თბილისის ცენტრალურ პარკთან, რაც დამატებითი ბენეფიტია.

CITYZEN Central Park-ის პროექტით ოთხი საცხოვრებელი ბლოკი და ერთი ბიზნეს-თაუერი შენდება. სწორედ თაუერი ხდის კომპლექსს სრულყოფილს. თაუერში იქნება ყველანაირი კომერციული სივრცე. დავიწყებ იმით, რომ Citizen Tower-ი არის ზაჰა ჰადიდის არქიტექტურული პროექტი, რომელიც საქართველოში პირველია. მასში მეთვრამეტე სართულამდე განთავსებული იქნება ყველანაირი კომერციული სივრცე - მაღალი კლასის მაღაზიები, რესტორნები, საოფისე სივრცეები საქმიანი ადამიანისთვის. ვინც სპორტული ცხოვრებით ცხოვრობს, მათთვის აუზი, სპორტდარბაზები. მეთვრამეტე სართულის ზევით იქნება განთავსებული უკვე აპარტამენტები, რომლებიც მფლობელებს სრულად გარემონტებულ კონდიციაში ჩაბარდებათ“, - განმარტა ანა ჭელიძემ.

CITYZEN-ის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიას უძრავი ქონების შეძენის მსურველებისთვის წინასაახალწლოდ - 31 დეკემბრის ჩათვლით განსაკუთრებულ შეთავაზება აქვს.

„სამი ტიპის შეთავაზება იქნება ძალაში. პირველი გადახდის პირობებზეა, რომელიც უშუალოდ საცხოვრებელ ბლოკებზე იმოქმედებს და ჩვენს პროექტში ბინის შეძენას საკმაოდ ამარტივებს. შეთავაზების მიხედვით, პირველადი შენატანი 10%-ია, რომელიც მშენებლობის დასრულებამდე გადანაწილდება, დარჩენილი 90% კი ერთი წლის შემდეგ. მეორე შეთავაზება უშუალოდ თაუერზე იმოქმედებს - 10%-იანი ფასდაკლება აპარტამენტის შეძენის შემთხვევაში. და მესამე, 8%-იანი ფასდაკლება, რომელიც ერთიანი გადახდის შემთხვევაში საცხოვრებელ ბლოკებზეც და აპარტამენტებზეც იმოქმედებს“, - განაცხადა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები