მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა დედაქალაქის ცენტრში $300 მლნ-იანი CITYZEN Central Park-ის მშენებლობა?

Cityzen

თბილისის ცენტრალურ უბანში კომპანია CITYZEN-მა პანდემიის პერიოდში მულტიკომპლექსური პროექტის CITYZEN Central Park-ის მშენებლობა დააანონსა და 2023 წლის დასაწყისში სამშენებლო სამუშაოებიც დაიწყო. პროექტს ჰოლდინგური ამერიკული კომპანია IG International-ის ქოლგის ქვეშ არსებული კომპანია IG Development-ის შვილობილი კომპანია ახორციელებს, რომელიც თიბისისა და საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით 300 მლნ დოლარის ინვესტიციას დებს. ეს კომპანიისთვის საცხოვრებელ უძრავ ქონებაში, და არა მხოლოდ, ჩადებული პირველი ინვესტიციაა.

რატომ გადაწყვიტა ინვესტორმა დედაქალაქის ცენტრში მასშტაბური პროექტის განხორციელება და რა კონცეფცია ჰქონდა მას - BMG tv-ის გადაცემა #რედაქტ2-ში ამ კითხვას IG International-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ბიზნესმენმა მინდია საბანაძემ ისაუბრა.

„დეველოპმენტის ბაზარზე შესვლისას, დედაქალაქში მარგალიტის ნახვა მინდოდა, რომელიც საუკეთესო ლოკაცია, ადგილი, საუკეთესო ფორმის და მასშტაბური იქნებოდა, რომ ამ მიმართულებით თავის დამკვიდრება არ გამჭირვებოდა. ასეთი ვაკე-საბურთალოს გზაზე ყოფილი „ზაკვოს“ შენობა იყო. უნიკალური ადგილია, რომელსაც წინ იპოდრომი აქვს, სადაც 50 ჰა-ზე პარკი კეთდება, გზაჯვარედინზეა და ჩვენს პროექტს გარშემო გზა არტყამს. შიგნით არსებული 25 000 კვ.მ-ზე ტყეა. იქ ახლა, მშენებლობის პარალელურად, დენდროლოგები მუშაობენ, რომ ტყეს არაფერი ვავნოთ - შხამ-ქიმიკატებით შეწამვლა, მორწყვა და სხვა, ხელოვნური ტბა ეწყობა...

ქალაქის ცენტრში ვერ მანახებთ, მეორე პროექტს, სადაც 50 000 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთზე 25 000 კვ.მ-ზე დაცული ტყე იქნება, სადაც მანქანა არ ხვდება. ჩვენ კოეფიციენტი არ მოგვიმატებია, პირიქით, მოვიკელით და ისე განვავითარეთ, რომ ხარისხობრივად და მასალებით საუკეთესო ყოფილიყო.

აქ არის მართკუთხედის მიწის ნაკვეთი, რომელსაც გარშემო გზა არტყამს, პარკინგები ვიდეოკამერებითაა აღჭურვილი, სადაც მოსახლეების მანქანების ნომრები უკვე შეყვანილია და თუ სტუმრის მიღება გსურთ, გვაქვს აპლიკაცია, სადაც შეიყვან ნომერს და პარკინგი ავტომატურად აყენებს. ამასთან, მანქანები ისე შედიან და გადიან ტერიტორიაზე, რომ პიკის საათის დროს შეიძლება ბუნებაში იყო და გარე ფუსფუსმა არ შეგაწუხოს“, - განმატავს მინდია საბანაძე და დასძენს, რომ ამ კონცეფციით, შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქში დღეს გაზრდილი მობილობის მაჩვენებელი გადააზღვია.

CITYZEN Central Park-ის პრემიუმ კლასის პროექტი 4 საცხოვრებელ ბლოკს და ბიზნესთაუერსს აერთიანებს. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 23 000 კვ. მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უნიკალური მოვლენაა. საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და სართულების მაქსიმალური რაოდენობა 22 იქნება. პროექტს, უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა, განსაკუთრებული ლოკაცია, ხედები, მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა გამოარჩევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები