მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან ბიოდეგრადირებად პარკებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია შეამოწმებს

პარკი

2018 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში გარკვეული სისქის პოლიეთილენის პარკების წარმოება შეწყდა, 2019 წლიდან კი არაბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, გამოყენება და იმპორტი სრულად აიკრძალა. რეგულაციები 2023 წელსაც გაფართოვდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მუნიციპალიტეტებს საცალო ქსელებში პოლიეთილენის პარკების უფრო აქტიური მონიტორინგისკენ და კონტროლისკენ მოუწოდებს. სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით საცალო ქსელებია, სადაც პოლიეთილენის პარკებთან დაკავშირებით შესაბამისი კონტროლი არ ხორციელდება, რაც მუნიციპალიტეტების ვალდებულებაა.

სოლომონ პავლიაშვილი აცხადებს, რომ რეგულაციების აღსრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება პლასტიკის პარკების ლაბორატორიულ შემოწმებასაც, რაზეც საუბარი წლებია მიმდინარეობს.

როგორც ის ამბობს, 2024 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში შესაძლებელი გახდება პლასტიკის პარკების ლაბორატორიული შემოწმება და დადგენა თუ რამდენად აკმაყოფილებს ის დადგენილ სტანდარტს. მისი თქმით, ეს პროცესებს გაამარტივებს.

“უახლოეს პერიოდში დავნერგავთ სტანდარტს. არსებობს სოფლის მეურნეობის ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს პარკებს. ეს იქნება საცალო ქსელიდან ამოღებული თუ საწარმოდან. არ დაგვჭირდება ნიმუშების არც თურქეთში და არც ევროპაში გაგზავნა. საქართველოში მომდევნო

მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაიწყება შემოწმების პროცესი. ეს ძალიან დიდი განაცხადია, ჩვენ გვყავდა თანამშრომლები უცხოეთში გაგზავნილი, მეთოდები შევისწავლეთ გვაქვს მოწყობილობები, ნაწილს შევიძენთ. ამიერ კავკასიაში არავის არ აქვს ეს ლაბორატორია და ჩვენ პირველები ვიქნებით,”-ამბობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები