მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბიზნესთან უფრო მეტად ვთანხმდებით, ვიდრე მუნიციპალიტეტებთან”- როდის შევა ძალაში შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტი?

პლასტიკი

ნარჩენების მართვის რეფორმის ფარგლებში ამ ეტაპზე არსებული 6 რეგლამენტიდან 4 მიღებულია, თუმცა დამტკიცების მოლოდინშია 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომლის ფარგლებში მეორეული ავტომობილების და მოცულობით ყველაზე დიდი შესაფუთი ნარჩენის შეგროვება და გადამუშავება უნდა მოხდეს. დადგენილება, რომლის მიხედვითაც შესაფუთი ნარჩენების მართვა კერძო სექტორმა უნდა განახორციელოს წლების წინ ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა, თუმცა მაშინ თბილისის მუნიციპალიტეტმა მისი შეცვლა მოითხოვა. დაიდო სქემა, რომელსაც ბიზნესის კრიტიკა მოჰყვა. მათი თქმით, კომუნიკაცია საკითხთან დაკავშირებით ბოლო 1 წელია არ ყოფილა, შესაბამისად, დოკუმენტის ბედი ამ დრომდე უცნობია.

ბიზნესთან უფრო ვთანხმდებით ვიდრე მუნიციპალიტეტებთან- ასე უპასუხა BM.GE-ის კითხვას მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტის მიღების საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ რეგლამენტი, რომელიც ჯერ კიდევ 2019 წელს უნდა დამტკიცებულიყო მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის არსებული შეუთანხმებლობის გამო ვერ მტკიცდება.

მისი თქმით, შესაბამისი დოკუმენტი წესით ძალაში 2024 წლის პირველ კვარტალში უნდა შევიდეს. 

“ხმარებიდან ამოღებული მანქანების შესახებ რეგლამენტს მივიღებთ უახლოეს პერიოდში, რაც შეეხება შესაფუთი ნარჩენების რეგლამენტს, აქ იყო გამოწვევები და მგონია რომ ამასაც გადავლახავთ. ამერიკის განვითარების სააგენტო ჩაერთო, იმიტომ რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტს აქვს სხვა მოსაზრება. გვინდა ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც იქნება შეთანხმებული და არ იქნება გადაწყვეტილება გადაწყვეტილებისთვის. 

ძალიან ვფრთხილობ რომ ვთქვა, მაგრამ მგონი მომავალი წლის პირველ 4 თვეში მივიღებთ ამ რეგლამენტს.

ბიზნესთან უფრო მეტად ვთანხმდებით, ვიდრე მუნიციპალიტეტებთან. კარგად უნდა დავინახოთ ის, თუ ვინ იღებს ამაზე. ამ პასუხისმგებლობას იღებს მეწარმე. რა თქმა უნდა მერიის გარეშე ეს ვერ განხორციელდება, რადგან მათი ჩართულობა აუცილებელია,”- ამბობს სოლომონ პავლიაშვილი. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები