მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლიდან ,,კულა" წვენების ბიო წარმოებას იწყებს

კულა

მიმდინარე წლიდან ,,კულა" წვენების ბიო წარმოებას დაიწყებს. 2025 წლისთვის კი, კომპანია საბავშვო ხაზის დამატებასაც გეგმავს - ამის შესახებ, “კულას“ გენერალური დირექტორი ვანო გოგლიძე bm.ge-სთან აცხადებს.

მისივე თქმით, კომპანიას ახალი ბაზრების ათვისებას სურს, რაც საკმაოდ რთული პროცესია.

,, 2024 წლიდან ვგეგმავთ დავიწყოთ წვენების ბიო წარმოება. წლის ბოლოს და 2025 წლისთვის კი, უკვე საბავშვო ხაზსაც დავამატებთ. ასევე, ვცდილობთ ექსპორტზე გავიდეთ რამდენიმე ახალ ბაზარზე, რაც ძალიან რთულ პროცესია. ჩვენთვის ძირითადი ბაზრები რა არის ისინი უკვე გაჯერებულია და ახალი სივრცეების ათვისება, არ არის მარტივი" - განაცხადა გოგლიძემ.

მისივე თქმით, გასულ წელს, პროდუქციის ფასი გაიზარდა, მაგრამ ამას ექსპორტის და გაყიდვების შემცირება არ გამოუწვევია.

,,ჩვენს შემთხვევაში, გასულ წელს ფასები მხოლოდ იმიტომ გაიზარდა, რომ ნედლეულის მოსავლიანობა შემცირდა. ეს ტენდენცია იყო ევროპაშიც. ამის გამო, მომატებული ფასით მოგვიწია ოპერიება, მაგრამ ზრდა არ ყოფილა მასშტაბური. მიუხედავად ფასის ზრდისა, საექსპორტო მოცულობებიც გავზარდეთ" - თქვა, ვანო გოგლიძემ bm.ge-სთან.

ცნობისთვის, „კულა“ ბაზარზე 2009 წლიდან არის. ამჟამად კომპანიას აქვს 5 საწარმო, აქედან, 4 გორში და 1 ახალციხეში მდებარეობს. „კულა“ აწარმოებს 250 დასახელების საკონსერვო პროდუქციას, რომლებიც ადგილობრივი ბაზრის გარდა, მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება.