2024 წლის ცხრა თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 3.46 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით მეტია. სულ აღნიშნულ პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 5.04 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წლიურად 4.5%-ით არის გაზრდილი.
ტურიზმის სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოში ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქე იმყოფებოდა, რომელთა ვიზიტებიც 1,111,004-ს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი წლიურად 3.3%-ით არის შემცირებული, ასევე შემცირებულია რუსეთის ფედერაციის ტურისტების დანახარჯები საქართველოში, რამაც წელს 675 მილიონი დოლარი შეადგინა. 2023 წლის 9 თვეში რუსეთის მოქალაქეთა ტურისტული დანახარჯები საქართველოში 12%-ით, ანუ 93 მილიონი დოლარით უფრო მაღალი იყო.
საქართველოს შემოსავლები ტურიზმიდან 2024 წლის 9 თვეში ასე ნაწილდება:
| ქვეყანა | ტურიზმის შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| რუსეთი | 674.7 მილიონი დოლარი; | -12% |
| თურქეთი | 478.2 მილიონი დოლარი; | -1% |
| ევროკავშირი | 456.5 მილიონი დოლარი; | 7% |
| ისრაელი | 322.5 მილიონი დოლარი; | 25% |
| აზერბაიჯანი | 127.2 მილიონი დოლარი; | 23% |
| ირანი | 125.9 მილიონი დოლარი; | 27% |
| სომხეთი | 122.1 მილიონი დოლარი; | -2% |
| უკრაინა | 111.5 მილიონი დოლარი; | -24% |
| საუდის არაბეთი | 108.1 მილიონი დოლარი; | 22% |
| ბელარუსი | 78 მილიონი დოლარი; | -8% |
რაც შეეხება სხვა ქვეყნების ვიზიტორების დანახარჯებს, მან 857 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 29%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ვიზიტორთა რაოდენობას, 2024 წლის 9 თვეში ის ასე ნაწილდებოდა:
| # | ქვეყანა | ვიზიტორთა რაოდენობა 2024 წლის 9 თვეში | ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით |
| 1 | რუსეთი | 1,111,004 | -3.30% |
| 2 | თურქეთი | 1,060,285 | -2.00% |
| 3 | სომხეთი | 732,271 | -0.50% |
| 4 | ისრაელი | 229,739 | 25.80% |
| 5 | აზერბაიჯანი | 163,207 | 10.90% |
| 6 | ყაზახეთი | 146,949 | 13.10% |
| 7 | ირანი | 120,840 | 22.50% |
| 8 | ბელარუსი | 118,192 | 8.30% |
| 9 | უკრაინა | 89,398 | -22.80% |
| 10 | ინდოეთი | 87,491 | 47.60% |




























