მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის დასაწყისიდან, თბილისში 42 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს - წილოსანი

ავტობუსი

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანის ინფორმაციით, თბილისში, 18-მეტრიანი ავტობუსები 2024 წლის დასაწყისიდან იმოძრავებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

„160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა უკვე განხორციელდა. 50 ერთეული დღე-დღეზე შემოვა და მალევე, 2024 წლის დასაწყისიდან 42 ერთეული ხაზზე გავა, რადგან გარკვეული რეზერვი საჭიროა“, - თქვა ვიქტორ წილოსანმა.

ცნობისთვის: Man-ის მარკის, 18-მეტრიან ბუნებრივ აირზე მომუშავე 160 ახალ ავტობუსის ტენდერში გამარჯვებულად მიმდინარე წლის მაისში “თეგეტა მოტორსი” გამოცხადდა, შესაბამისად, კომპანიასთან 259 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

“თეგეტა მოტორსის” მიერ წარდგენილი საფასო ცხრილის თანახმად, ერთი ავტობუსის ღირებულება 1,527,660 ლარია, ხოლო 200,000 კილომეტრზე ერთი ავტობუსის დამატებითი ტექნიკური მომსახურების ღირებულება 91,099 ლარს შეადგენს. შესაბამისად, ავტობუსის შესყიდვის და 200,000 კილომეტრზე მისი ფლობის საფასური 1,618,759 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები