მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის I ნახევარში განახლებადმა ენერგიამ ევროკავშირის მოთხოვნის 50% დააკმაყოფილა

განახლებადი

წელს ელექტროენერგიის წარმოებაში განახლებადმა რესურსებმა ყველა რეკორდი მოხსნეს. ევროპული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ბლოკის მიერ მოხმარებული ელექტროობის ნახევარი განახლებადი წყაროებიდან გენერირდა. შესაბამისად, პირველად ისტორიაში, ქარისა და მზის გენერაციამ წიაღისეული საწვავის გენერაციას გადაასწრო.

კვლევის თანახმად, ქარის ენერგიამ ბლოკში ენერგეტიკის რიგით მეორე მთავარი წყაროს ადგილზე ბუნებრივი აირი ჩაანაცვლა, პირველ ადგილზე კი ბირთვული ენერგია მოხვდა. ამასთან, კომისიის ინფორმაციით, 2023 წელს ევროკავშირის მასშტაბით 56 გიგავატის სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები აშენდა, რაც ასევე რეკორდულია.

ანგარიშის თანახმად, ბლოკის მასშტაბით შემცირდა ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც, თუმცა, თუ ელექტროენერგიის მოხმარების გეგმის შესრულება ევროკავშირს 2030 წლამდე სურს, საჭიროა მოთხოვნა კიდევ 11.7%-ით შემცირდეს.

წლევანდელ ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ენერგოუსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს დაეთმო. კვლევის თანახმად, ევროკავშირში რუსული გაზის წილი იმპორტში 2018 წელს 45%-დან, 2024 წელს 18%-მდე შემცირდა. გაიზარდა იმპორტი ნორვეგიიდან და აშშ-დან.

ანგარიშის თანახმად, იმპორტის კლება შემცირებულ მოთხოვნასაც უკავშირდება - 2022 წლის აგვისტოდან 2024 წლის მაისამდე ბუნებრივ აირზე მოთხოვნა ბლოკის მასშტაბით 18%-ით შემცირდა, რამაც მიზნობრივ 15%-ს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები