მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2026 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს - TBC Capital

 ელექტროენერგიის მოხმარება

TBC Capital- ის პროგნოზით, 2026 წლისთვის, ელექტროენერგიის მოხმარება 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს. ამის შესახებ 2023 წლის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვაში წერია.

დოკუმენტის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 5%-ის ფარგლებში გაიზრდება და 2026 წლისთვის 15.4 ტვტ.სთ-ს მიაღწევს.

რაც შეეხება გასულ წელს, ელექტროენერგიის მოხმარებამ 2022 წელს რეკორდულ 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. თუმცა, მზარდი ტენდენცია აფხაზეთის, კრიპტომაინინგისა და ფეროშენადნობთა საწარმოების მოხმარების შემცირების ფონზე 2023 წლის პირველ 9 თვეში შენელდა და მოხმარება წლიურად 8.3%-ით, 9.8 ტვტ.სთ-მდე შემცირდა.

2022 წელს, ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში წინა წელთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა და 14.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია. გამომუშავების ზრდა დაფიქსირდა როგორც ჰიდროსადგურების, ასევე, თბოსადგურების და ქარის სადგურის მიერ. 2023 წლის პირველ ცხრა თვეში გენერაციამ 11.2 ტვტ.სთ-ს მიაღწია (+2% წ/წ), მეტწილად თბოგენერაციის ხარჯზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები