მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის მდგომარეობით, "თეთრ სიაში" 200-ზე მეტი კომპანიაა

გზის რეაბილიტაცია

"თეთრ სიაში" დარეგისტრირებული კომპანიების რაოდენობა 200-ს აჭარბებს. გასულ წელს სიაში 115 მიმწოდებელი დარეგისტრირდა, ხოლო 89-ს რეგისტრაცია გაუგრძელდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, "თეთრი სია" არ გაუქმდება, თუმცა გამკაცრდება. 2029 წლიდან კი ახალ სისტემაზე მოხდება გადასვლა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა განმარტა, ახალი მოდელის თანახმად, "თეთრი სიის" შემთხვევაში, 2026 წელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 60%-ით, 2027 წელს - 70%-ით; 2028 წელს – 80%-ით განისაზღვრება, 2029 წლიდან კი ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც დააზუსტებს კრიტერიუმებს, რომლის საფუძველზეც კომპანიები "თეთრ სიაში" მოხვდებიან და შესაბამისი პრეფერენციებით ისარგებლებენ.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2024 წლის საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, 2023 წელთან შედარებით, მცირედით გაიზარდა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებლის რეესტრში, ე.წ. “თეთრ სიაში“ დარეგისტრირების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ჯამური რაოდენობა.

კერძოდ, სულ 262 გადაწყვეტილება იყო მიღებული (2023 წელს - 241). აქედან, 115 მიმწოდებელი დარეგისტრირდა "თეთრ სიაში" (2023 წელს - 143), რეგისტრაცია გაუგრძელდა 89 მიმწოდებელს (2023 წელს - 58), უარი ეთქვა 7-ს (2023 წელს - 4), ხოლო განუხილველად დარჩა 51 (2023 წელს - 36) მიმართვა.

ამასთან, შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოცემული "თეთრი სიის" არქივის თანახმად, სიიდან სხვადასხვა დროს, 800-ზე მეტი კომპანიაა ამოყვანილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები