მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა

გემი კონტეინერი

საქართველოს ნავსადგურებში ტვირთბრუნვა გაიზარდა. „საქსტატის“ მონაცემებით,

2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4.235 მლნ ტონა 4 ტვირთი გადამუშავდა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გადამუშავებული ტვირთიები სახეობის მიხედვით

  • გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთი - 44.2 %
  • თხევადი ტვირთი - 33.9%
  • ნაყარი ტვირთი - 21.9%

წლიურ ჭრილში გაზრდილი როგორც ნაყარი, ასევე თხევადი ტვირთის მოცულობა, გენერალურ ტვირთში კლებაა. უფრო კონკრეტულად, აპრილ-ივნისში, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 1.43 მლნ ტონა თხევადი ტვირთი მიიღეს, გასულ წელს ამავე პერიოდში 1.3 მლნ ტონა იყო; გენერალური ტვირთის მოცულობამ 1.86 მლნ შეადგინა, 2023 წლის მეორე კვარტალში არსებული 1.97 მლნ ტონის შემდეგ, ნაყარი ტვირთები კი გაიზარდა 928 ათას ტონამდე (2023 წლის მეორე კვარტალი - 670.5 ათასი ტონა)

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოვიდა 4311 გემი, რომელთა 33.2 პროცენტი იყო გენერალური (ზოგადი სახის) ტვირთის გადამზიდი, 33.2 პროცენტი - თხევადი ტვირთმზიდი, 25.1 პროცენტი - კონტეინერმზიდი, ხოლო 8.5 პროცენტი ნაყარ ტვირთმზიდზე, ბუქსირებზე და სპეციალიზებულ გემებზე განაწილდა.

II კვარტალში საქართველოს ნავსადგურებში და ტერმინალებში შემოსული გემების 17.9 პროცენტი თურქეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, 15.3 პროცენტი - პანამის, 10.9 პროცენტი - მალტის, 9.3 პროცენტი - ლიბერიის, დანარჩენი 46.6 პროცენტი კი სხვა ქვეყნებზე განაწილდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები