მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატების ვინაობა მიმდინარე კვირაში გახდება ცნობილი. დღეს, 7 ოქტომბერს, ფიზიოლოგიის ან მედიცინის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დაჯილდოვდება.
ჯილდოები, რომლებიც ასევე გაიცემა ფიზიკის, ქიმიის, ლიტერატურისა და მშვიდობის მიღწევებისთვის, მოიცავს პრიზს 11 მილიონი შვედური კრონის ოდენობით ($1,1 მლნ). ამასთან, მხოლოდ აღიარებამ შეიძლება ხელი შეუწყოს წიგნების გაყიდვას და მსოფლიო პოპულარობის მოპოვებას.
ცნობისთვის, ნობელის პრემია ყოველწლიური საერთაშორისო ჯილდოა, რომლითაც შვედეთისა და ნორვეგიის ინსტიტუტები აჯილდოებენ ადამიანებს კაცობრიობის წინაშე მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის აკადემიურ, კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში. პრემიის დაფუძნება შვედი გამომგონებლის, ალფრედ ნობელის სახელს უკავშირდება. მისი ანდერძი ნობელის პრემიის დაარსებასა და პრემიის ფონდისთვის საკუთარი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გადაცემას ითვალისწინებდა. ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა.