TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბერში, ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად მზარდია.
არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურად კვლავ იზრდება. სასტუმროებში წლიური უნაღდო დანახარჯების მოცულობა გაიზარდა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო ზომა შემცირდა.
ნოემბერში თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 42%-ით გაიზარდა. ასევე ზრდა დაფიქსირდა არარეზიდენტი პირების დანახარჯებში თიბისი ბანკის არხებით, თითქმის 40%-ით. ასევე ზრდა იყო რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯებისას, ამ ტიპის დანახარჯებმა წლიურად 57%-იანი ზრდა აჩვენეს. მიუხედავად იმისა, რომ რესტორნებში უნაღდო დანახარჯების ზრდა კვლავ დადებითია, ტრანზაქციის საშუალო ღირებულება შემცირდა.
თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციები ნოემბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია. ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 5%-ით გაიზარდა. ასევე ზრდაა წლიურად 7% სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯებისას.