მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის პირველ ნახევარში საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის ჯარიმები შემცირდა

ავტობუსი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში მუნიციპალიტეტმა უბილეთო მგზავრობიდან სულ 1,735,471 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია.

უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარს შეადგენს, შესაბამისად ჯარიმების შესრულება ნიშნავს, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მუნიციპალურმა კონტროლიორებმა 87,000-მდე ჯარიმა დაწერეს, რაც წინა წელთან შედარებით 20 ათასი ჯარიმით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები