თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, დღეისათვის, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მძღოლის პოზიციაზე სულ 46 ქალია დასაქმებული.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, თბილისის ავტობუსების პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 2017-2019 წლებში გენდერული საკონსულტაციო პროგრამა განხორციელდა.
„აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გახდა კომპანიისთვის, რადგან გადამზადდა და დასაქმდა 25 ქალი ავტობუსის მძღოლის პოზიციაზე.
ავტობუსის მართვის მოსამზადებელი კურსი ქალებისთვის 2023 წელსაც დაიგეგმა და 25 ქალმა გაიარა გადამზადება“, - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.