მომავალი წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ერთ-ერთი სპონსორი “Unilever” იქნება. სამომხმარებლო პროდუქტების საერთაშორისო ბრენდი არამხოლოდ გარკვეულ თანხას ჩადებს ტურნირში, არამედ ფეხბურთელებსა და გუნდებს შესაბამისი საკვებითა და დანამატებით მოამარაგებს.
შეთანხმებაში გათვალისწინებულია, რომ "Unilever" იმუშავებს თავის საცალო პარტნიორებთან, რათა შეუქმნას მყიდველებს ბილეთების მოგების შესაძლებლობა და ასევე გულშემატკივართა ზონებში შექმნას სხვადასხვა გასართობი აქტივობები.
საკვები და ყოველდღიური მოხმარების ბრენდები, რომლებიც ტურნირს დაასპონსორებენ ასევე იქნებიან: Calve, Amora, Knorr, Rexona, Axe, Dove და ა.შ.
Unilever-ის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ ევრო 2024 მოიზიდავს კუმულაციური ცოცხალი აუდიტორიის 5 მილიარდ ადამიანს მთელს მსოფლიოში, ხოლო 2,7 მილიონი გულშემატკივარი, სავარაუდოდ, დაესწრება შეჯიბრებას გერმანიის 10 ქალაქში.
რაც შეეხება ტურნირის გლობალურ სპონსორებს, ისინი ტრადიციულად "კოკა-კოლა", "ადიდასი" და "ბუკინგ ქომ"-ი იქნებიან წარმოდგენილი უმთავრეს ბილბორდებსა და რეკლამებში.
შეგახსენებთ, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიის 10 ქალაქში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით პერიოდში გაიმართება.