მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის სახელმწიფომ ქონები პრივატიზებით ₾236 მილიონის შემოსავალი მიიღო - TOP-10 გაყიდული ქონება

ქონების პრივატიზება

2024 წელს სახელმწიფომ ქონების პრივატიზებით 236 000 896 ლარის შემოსავალი მიიღო. ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის პრივატიზაციის გეგმა 100%-ით შესრულდა.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ 2024 წლის საპრივატიზებო გეგმა 236 000 000 ლარს შეადგენდა.

2024 წლის განმავლობაში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 1 436 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, ხოლო აუქციონის წესით გაყიდულ ქონების ოდენობამ ჯამში 603 ობიექტი შეადგინა.

„სააგენტო აქტიურად აგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას პროაქტიურად შეთავაზებას. გაცნობებთ, რომ პრივატიზების პროცესი გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - აღნიშნავენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

2024 წელს სახელმწიფოს მიერ გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ქონების საპრივატიზაციო თანხა 34 220 000 ლარი იყო.

ღირებულების მიხედვით, 2024 წელს სახელმწიფოს მიერ გაყიდული ობიექტების TOP-10-ეული ასეთია:

N ლოტის დასახელება გასაყიდი ფასი აუქციონის ჩატარების პერიოდი გამარჯვებული მისამართი საკადასტრო კოდი
1 ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36-ში არსებული 65402.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 34 220 000 28.12.2023 17:00:00 / 25.01.2024 17:00:00 შპს იონფაშ ჯორჯია (200271721) ქალაქ თბილისში, სარაჯიშვილის ქუჩა N36 01.10.10.007.075
2 სიღნაღის მუნიციპალიტეტში მდებარე 24 ერთეული, 8152818.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5607000 16.02.2024 17:00:00 / 01.03.2024 17:00:00 შპს ივრის ფერმები (405630964) სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნუკრიანი, სოფელი ქვემო მაღარო, სოფელი მაღარო და სოფელი ბოდბე 56.13.57.154; 56.13.57.120; 56.13.57.115; 56.13.57.159; 56.13.57.163; 56.13.57.190; 56.13.57.188; 56.11.57.141; 56.11.57.140; 56.11.57.096; 56.10.70.252; 56.11.57.139; 56.13.57.186; 56.13.57.187; 56.13.57.066; 56.11.57.134; 56.10.70.261; 56.10.70.027; 56.13.57.122; 56.13.57.167; 56.13.57.119; 56.13.57.168; 56.13.57.185; 56.13.57.184
3 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 25274.00 კვ.მ; 26128.00 კვ.მ; 7625.00 კვ.მ; 595.00 კვ.მ; 71.00 კვ.მ; 2951.00 კვ.მ; 7751.00 კვ.მ; 2911.00 კვ.მ; 483.00 კვ.მ; 1411.00 კვ.მ; 5814.00 კვ.მ. და 7065.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 6020000 03.04.2024 11:30:00 / 17.04.2024 17:00:00 ვერესთან 1 (405651398) მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფეტვრები 72.16.10.1023; 72.16.10.448; 72.16.10.1025; 72.16.10.1031; 72.16.10.447; 72.16.10.1024; 72.16.10.1030; 72.16.10.1029; 72.16.10.1028; 72.16.10.1027; 72.16.10.635; 72.16.10.1026
4 ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N60გ-ში მდებარე 5331 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N12 შენობა-ნაგებობები 27033000 28.06.2024 15:00:00 / 12.07.2024 19:02:00 შპს დელუქს ფროფერთი (402066875) ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N60გ 01.14.11.003.023
5 ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში არსებული 3299.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N12 შენობა-ნაგებობები 6500000 04.07.2024 16:30:00 / 18.07.2024 17:00:00 შპს ტიბინი დეველოპმენტი (400229070) ქალაქ თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზ. N94-ში 01.17.13.037.019
6 ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში მდებარე 215.18 კვ.მ; 49.60 კვ.მ; 116.65 კვ.მ; ასევე 197.33 კვ.მ ფართები და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 6795000 17.07.2024 12:00:00 / 31.07.2024 17:20:00 შპს თ და კ რესტორნები (204909180) ქალაქ თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, N42-44-ში 01.10.15.017.005.03.503; 01.10.15.017.005.03.504; 01.10.15.017.005.04.502; 01.10.15.017.005.11.500
7 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლისში მდებარე 61175.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა 6171250 19.07.2024 12:00:00 / 02.08.2024 17:00:00 შპს ლისი ბაი მეტროპოლ (405719682) მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლისი 72.16.18.462
8 ქალაქ თბილისში, სოფელ დიდ ლილოში მდებარე 60151.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5465000 22.07.2024 11:00:00 / 05.08.2024 20:44:00 შპს ლერმონტ (405122415) ქალაქი თბილისი, სოფელი დიდი ლილო 01.81.08.406.013
9 ქალაქ თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 20327.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 6576000 23.08.2024 16:30:00 / 06.09.2024 17:00:00 შპს ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი (404597165) ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი 01.72.14.056.177
10 მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაფეტვრებში მდებარე 90000.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 5960000 02.12.2024 16:00:00 / 16.12.2024 20:38:00 შპს ლერმონტ (405122415) მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნაფეტვრები 72.16.10.1049

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები