მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წლის თებერვალი ისტორიულად ცხელი იყო

ტემპ

გასული თვე თანამედროვე ეპოქის ყველაზე ცხელი თებერვალი იყო - ამის შესახებ ევროკავშირის კლიმატის სერვისი იტყობინება - ეს ზედიზედ მეცხრე რეკორდია, 2023 წლის ივნისის შემდეგ თითოეული თვე ისტორიულად ყველაზე ცხელი იყო, გასული წლების ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით.

გარდა ამისა, ოკეანეების ზედაპირის საშუალო ტემპერატურაც რეკორდულ მაქსიმუმზეა, ანტარქტიკის ყინულოვანი საფარი კი ექსტრემალურად მცირდება.

გლობალურ საშუალო ტემპერატურაზე გავლენას კვლავ ახდენს “ელ-ნინიოს” ფენომენი, თუმცა ადამიანთა გამოწვეული კლიმატის ცვლილება კვლავ მთავარი მიზეზია, რის გამოც დედამიწაზე ჰაერის ტემპერატურა განუწყვეტლივ იწევს.

ევროკავშირის შესაბამისი ორგანოების თანახმად, დედამიწის ატმოსფეროში ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაცია ასევე რეკორდულად მაღალია.

რაც შეეხება გასულ თებერვალს, ჰაერის საშუალო ტემპერატურა დედამიწაზე 1.77 გრადუსით აღემატება პრეინდუსტრიულ ეპოქას, ვიდრე ადამიანებმა წიაღისეული საწვავის წარმოებაში ხმარება დაიწყეს. 2024 წლამდე რეკორდი 2016-ში დაფიქსირდა, როდესაც თებერვლის საშუალო ტემპერატურა პრეინდუსტრიულ საშუალოს 0.12 გრადუსით აღემატებოდა.

ჰაერის ტემპერატურის ზრდა განსაკუთრებულად დასავლეთ ავსტრალიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში შეინიშნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები