საქართველოში 2024 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1 მილიარდ 333 მლნ დოლარამდე შემცირდა, რაც საქსტატის განმარტებით, სააქციო კაპიტალის და რეინვესტციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა. წინასწარი მონაცემების მიხედვით, გასულ წელს FDI 29.9%-ით შემცირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მეორე წელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც მოცულობა მცირდება.
სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, 58.2% შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო 33.6%-ით იმყოფება, მეორეზე - 13.2%-ით მალტაა, ხოლო მესამეზე 11.4%-ით ნიდერლანდები. დარგების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - 526.5 მლნ დოლარი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 39.5%-ია.
BM.GE-მ საქსტატიდან TOP-ინვესტორი კომპანიები გამოითხოვა, რომლებშიც გასულ წელს ყველაზე მეტი FDI ჩაიდო. 2024 წლის უმსხვილესი ინვესტორი კომპანიების TOP-10-ეულს საფინანსო სექტორის, ენერგეტიკის, დეველოპერული და დამმუშავებელი მრეწველობის. ინფორმაცია და ტექნოლოგიების დარგების წარმომადგენლები:
- აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
- შპს მაგთიკომი;
- შპს თბილისი ენერჯი;
- სს ენერგო - პრო ჯორჯია;
- შპს ტოიოტა კავკასია;
- შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ;
- შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
- სს ბიჯეო ჯგუფი;
- შპს გლობალ ბიერ ჯორჯია;
- შპს სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს - საქართველოს ფილიალი
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით