ბრიტანულმა სარაგბო გამოცემა Ruck-მა 2024 წლის ყველაზე შემოსავლიანი სანაკრებო რაგბის მწვრთნელების რეიტინგი გამოაქვეყნა.
აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილზე ფეხბურთის მსგავსად ინგლისის ნაკრების თავკაცი სტივ ბორთვიკი მოხვდა, რომლის ანაზღაურებაც 700 ათასი გირვანქა სტერლინგია. მისი თაოსნობით ინგლისელებმა გასულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს, ხოლო ერთა ლიგაზე უკანასკნელ გათამაშებაში მესამე ადგილი დაიკავეს.
მეორე ადგილს სწორედ მსოფლიოს ჩემპიონების სამხრეთ აფრიკის დამრიგებელი რასი ერასმუსი იკავებს 650 ათას გირვანქა სტერლინგით. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონობაშიც მიუხედავად იმისა, რომ ტურნირზე გუნდი მისი ხელმძღვანელობის გარეშე წარდგა. ერასმუსის ლიდერის თვისებებიდან გამომდინარე “ქურციკებმა” საკუთარი ადგილი მსოფლიო სარაგბო ელიტაში კიდევ უფრო გაიმყარეს.
მთლიანობაში კი 2024 წლის რაგბის 5 ყველაზე შემოსავლიანი სანაკრებო მწვრთნელის რეიტინგი ასე გამოიყურება:
5-3. ედი ჯონსი - 600 ათასი გირვანქა სტერლინგი
გუნდი: იაპონია
5-3. სკოტ რობინსონი - 600 ათასი გირვანქა სტერლინგი
გუნდი: ახალი ზელანდია
5-3. ენდი ფარელი - 600 ათასი გირვანქა სტერლინგი
გუნდი: ირლანდია
2. რასი ერასმუსი - 650 ათასი გირვანქა სტერლინგი
გუნდი: სამხრეთ აფრიკა
1. სტივ ბორთვიკი - 700 ათასი გირვანქა სტერლინგი
გუნდი: ინგლისი