მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ბიტკოინის ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს - Standard Chartered

64ad36b0d8eb0
გიორგი თოლორდავა
11.07.23 15:20
3267
მსხვილი ბრიტანული ბანკის, Standard Chartered-ის პროგნოზით, მომავალ წელს ბიტკოინის ფასი 120,000 დოლარს მიაღწევს, ანუ კრიპტოაქტივის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 400 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

ბანკის შეფასებით, მიმდინარე წლის ბოლომდე არის იმის რეალური შანსი, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 50,000-დოლარიან ნიშნულს მიაღწიოს, თუმცა ეს გარკვეულ გარემოებებზე იქნება დამოკიდებული. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ ბიტკოინის ღირებულება ამჟამინდელი 30,000-დოლარიანი ფასიდან დაახლოებით 67%-ით გაიზრდება.

პროგნოზის გაკეთებისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას ანალიტიკოსები გლობალურ მონეტარულ პოლიტიკას ანიჭებენ. თუკი ამერიკის ფედერალური რეზერვი და ევროპის ცენტრალური ბანკები რეფინანსირების განაკვეთების შემცირებას დაიწყებენ, მაშინ კრიპტობირჟის აღმასვლის პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდება.

ბიტკოინის გაძვირების მთავარ ფუნდამენტურ მიზეზად, რა თქმა უნდა, ე.წ. ჰალვინგი სახელდება, ანუ მოვლენა, რომლის შემდეგაც ბიტკოინის გამომუშავება განახევრდება, ბაზარზე ახალი ბიტკოინის მიწოდება კი შეიზღუდება.

მომდევნო "ჰალვინგი" 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, ამის შემდეგ კი ანალიტიკოსები კრიპტოაქტივების მკვეთრ გაძვირებას პროგნოზირებენ. ისტორიულად, ბიტკოინის ფასი "ჰალვინგის" შემდეგ ყოველთვის დრამატულად იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები