„ერთი წინადადებით, რომ შევაჯამოთ 2025 წელი - გამოწვევებთან შემოქმედებით გამკლავება იქნება“ - ასე აფასებს კრეატიული სააგენტოს - Playmakers-ის მმართველი პარტნიორი bm.ge-სთან გასულ წელს.
ნუკა შევარდნაძე ამბობს, რომ კომპანიის პროექტებს არაერთი საერთაშორისო ჯილდოც მოჰყვა.
„2025 წელი რთული, თუმცა საინტერესო წელი იყო. ერთი წინადადებით, რომ შევაჯამო 2025 წელი ალბათ იქნება - გამოწვევებთან შემოქმედებით გამკლავების წელი.
ჩვენი ერთ-ერთი პროექტი „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ სწორედ მაგის გამოხატულებაა, ბარიერების მიუხედავად, შევძელით და ჩვენს კოლეგებთან ვიმუშავეთ - ანდრო ჭიჭინაძესთან და გიორგი ოკმელაშვილთან.
შეიძლება ცოტა უცნაურად ჟღერს, თუმცა შემოქმედებითობას უხდება შეზღუდვები, ჩარჩოები, დაბრკოლებები, რომელიც უნდა გადალახო. ამ დროს ცდილობ უფრო ორიგინალური, უნიკალური, ღრმა გადაწყვეტები მოიფიქრო. შეიძლება ესეც არის მიზეზი თუ რატომაც გამოჩნდა შემოქმედებითი ინდუსტრია საქართველოში უფრო მეტად“ - აღნიშნავს ნუკა შევარდნაძე.
Playmakers-ის მმართველი პარტნიორი 2026 წლის გეგმებზეც საუბრობს და განმარტავს, რომ კომპანია რამდენიმე დიდ, ქართულ ბრენდთან თანამშრომლობას იწყებს. კომპანიაში ამბობენ, რომ Playmakers-ის მასშტაბების ზრდა არ იგეგმება და მათი პრიორიტეტი ხარისხი იქნება.
„მომავალ წელს რამდენიმე დიდ, ქართულ ბენდთან ვიწყებთ თანამშრომლობას, ბევრ განსხვავებულ პროექტს გავაკეთებთ. ზრდას ზომაში არ ვფიქრობთ, ხარისხი არის პრიორიტეტში - ასეთია ჩვენი გეგმები“ - ამბობს Playmakers-ის მმართველი პარტნიორი.




























