მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელი APM Terminals-ისთვის საქართველოში რეკორდული იქნება - იენ როულინსონი

ფოთის პორტი

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ კომერციული დირექტორი იენ როულინსონი ამბობს, რომ მიმდინარე წელი დამუშავებული კონტეინერების მოცულობით რეკორდული იქნება. მან ტვირთბრუნვის ტენდენციებსა და მოლოდინებზე BMG-სთან ისაუბრა.

"ეს წელი რეკორდული იქნება საქართველოში APM Terminals-ისთვის. ვვარაუდობთ, რომ ტვირთბრუნვა 600 000 TEU-ზე მეტი იქნება და პირველი წელი იქნება, როდესაც ამ დონეს მივაღწევთ. ეს ჩვენს მაქსიმალურ სიმძლავრეს საკმაოდ უახლოვდება და ამიტომ, მომავალი წლისა და შემდგომი პერიოდის განმავლობაში, განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია გავაუმჯობესოთ სიმძლავრე, როგორც ინვესტიციებისა და აღჭურვილობის კომბინაციით, ეფექტურობის გაუმჯობესებით, ჩვენს მომხმარებლებთან და მიწოდების ჯაჭვში სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით, განსაკუთრებით თავად ფოთში, ასევე, რა თქმა უნდა, გრძელვადიან ინვესტიციების შესაძლებლობებს ამ მიმართულებით",- თქვა იენ როულინსონმა, რომელიც მონაწილეობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გამართულ შავი ზღვის პლატფორმის ყოველწლიური კონფერენციაში.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 532 908 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-ით მეტია. 2024 წლის 10 თვეში კომპანიის მიერ 454 139 TEU კონტეინერი დამუშავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები