მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“2025 წელს 75%-იანი ზრდით დავასრულებთ” - არქი

შიო ხეცურიანი

დეველოპერული კომპანია „არქისთვის“ 2025 წელი რეკორდული მაჩვენებლებით სრულდება. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა განაცხადა, წელი ცალსახად წარმატებული იყო, რაც დიდწილად ახალმა, პრემიუმ კლასის პროექტებმა განაპირობა.

არქის გენერალურმა დირექტორმა უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ საფასო ტენდენციებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე ფასების მკვეთრი ნახტომის პერიოდი დასრულდა და ახლა სტაბილური ზრდის ფაზაა. შიო ხეცურიანის თქმით, სავარაუდოდ მომავალ წელს ფასები 4-6%-ის ფარგლებში გაიზრდება.

“მიმდინარე 2025 წელი ცალსახად რეკორდული იყო არქისთვის. მთავარი ცვლილება რაც ამ პერიოდში იყო, ეს არის ჩვენთვის ის პრემიუმ პროექტები, რომელიც დავიწყეთ 2024-ში და გავაგრძელეთ 2025-ში. დიდი მოთხოვნა დაფიქსირდა ამ მიმართულებით და ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი იმ რეკორდული მაჩვენებლების არის ზუსტად ეს.

გამომდინარე იქიდან, რომ ორი კვირაა წლის დასასრულამდე დარჩენილი, გვაქვს უკვე დაახლოებითი მოლოდინი, რა პროცენტით გვექნება ზრდა. თანხობრივი მაჩვენებლით ეს არის დაახლოებით 75 პროცენტიანი ზრდა, რაც ნამდვილად უპრეცედენტოა.

ბოლო ორი წელია ჩვენ უკვე ვაკვირდებით ფასების სტაბილურ ზრდას. იქამდე გარკვეული ნახტომი იყო ფასების ზრდაში, მაგრამ მას შემდეგ დარეგულირდა და ბოლო ორი წელია სტაბილურად 4-6 პროცენტამდე იზრდება ფასი. სავარაუდოდ იგივე მოლოდინი გვაქვს, რომ 2026-შიც იგივე მაჩვენებლით გაიზრდება ფასები.”- აცხადებს არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები