საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში როგორც ადგილობრივი ტურისტების რაოდენობა, ისე მათი დანახარჯები შემცირდა.
დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 297.7 მილიონი ლარით, რაც 0.8%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე. ამასთან, ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 1%-ით და 181.3 ლარს გაუტოლდა.
კატეგორიების მიხედვით ყველა მეტი თანხა იხარჯებოდა საყიდლებზე, საკვებსა და სასმელზე, ასევე ტრანსპორტზე.

გასულ წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 700 ათასით განისაზღვრა, რაც 4.9%-ით ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე.




























