მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„2025 წელს „ბაუმერს“ 37%-იანი ზრდა ჰქონდა“ - როგორია “ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის” გეგმები?

ბაუმერი

“ინფინიტი ვენჩერს ჰოლდინგის” დირექტორის და დამფუძნებლის ლევან ყირიმლიშვილის განცხადებით, ჰოლდინგს 2025 წელს 80%-იანი ზრდა ჰქონდა, კომპანია „ბაუმერმა“ კი წელი 37%-იანი ზრდით დახურა.

კომპანიაში ამბობენ, რომ განვითარების გეგმები 2026 წელს საქართველოს გარდა უზბეკეთის ბაზარს მოიაზრებს.

„გასულ წელს კომპანია „ბაუმერი“ 37% -ით გაიზარდა, თუმცა ჰოლდინგის ჭრილშიც საკმაოდ დიდი ზრდა გვაქვს, ეს 80%-ს აჭარბებს. წლევანდელი გეგმების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ ₾100 მლნ-იან ბრუნვას გადავცდებით, სწორედ ახლა მიმდინარეობს საბოლოო დასტურების აღება.

საქართველოს გარდა გეგმებშია უზბეკეთის ბაზარზე გაფართოება და დარწმუნებული ვარ, შემდეგი წლები ბევრად კიდევ უკეთესი გვექნება“, - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში ლევან ყირიმლიშვილმა.

კომპანია "ბაუმერი" ბაზარზე ოპერირების 13 წელს ითვლის და სპეციალიზდება მექანიკური, ელექტრული და სანტექნიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებაში, მონტაჟსა და შემდგომ ტექნიკურ მომსახურებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები