მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს დამატებითი დაფინანსებით, თავდაცვის წარმოების პოტენციალი $20 მლრდ-ს მიაღწევს - უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უმეროვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა იალტის ევროპული სტრატეგიის ფორუმზე გამართულ პანელზე განაცხადა, რომ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის წარმოების პოტენციალი 2025 წლისთვის 20 მლრდ დოლარი იქნება.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედრო ტექნიკისა და იარაღის წარმოება, მაგრამ ამისთვის უცხოელი ინვესტორების მხარდაჭერაა საჭირო.

„შარშან, ჩვენი წარმოების შესაძლებლობები დავგეგმეთ და განვსაზღვრეთ, რამდენის წარმოება შეგვეძლო, ერთობლივად კერძო და საჯარო სექტორში. მაშინ ჩვენი პოტენციალი 7 მილიარდი დოლარი იყო. 2025 წელს, ჩვენი შეფასებით, დამატებითი დაფინანსებით, თავდაცვის წარმოების პოტენციალი 20 მილიარდ დოლარს აღწევს. ჩვენ მზად ვართ, რომ თქვენთან ერთად საწარმოები გავხსნათ. ეს საშუალებას მოგვცემს, ჩვენი საწარმოო სიმძლავრე მნიშვნელოვნად გავზარდოთ“, - მოუწოდა რუსტემ უმეროვმა.

თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად აღემატება იმ ინვესტიციების რაოდენობას, რაც ქვეყანას დამოუკიდებლად შეუძლია განახორციელოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები