მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს დეველოპმენტში გაყიდვების 20-25%-იანი ზრდა გვაქვს - "იბერკომპანი"

ლევან დიასამიძე

დეველოპერულ კომპანია “იბერკომპანიში” აცხადებენ, რომ 2025 წელი უძრავი ქონების ბაზარი გაყიდვების მხრივ დადებითი დინამიკით გამოირჩეოდა.

როგორც კომპანიის დირექტორმა, ლევან დიასამიძემ BMG-ის განუცხადა, წლის დასაწყისი სექტორისთვის მერყეობით გამოირჩეოდა, თუმცა წლიურ ჭრილში კომპანიის გაყიდვები დეველოპმენტის მიმართულებით 20-25%-ით არის გაზრდილი.

“2025 წელი ჩვენთვის მზარდი ტრენდით გამოირჩევა. ჰოლდინგში 7-მდე მიმართულება გვაქვს და ყველგან ზრდაა. დეველოპმენტის მხრივ დაახლოებით 20-25%-იანი ზრდა გვაქვს. ახალი პროექტებიც დავიმატეთ, რომლებსაც 2026 წლის პირველ კვარტალში დავაანონსებთ. ასე რომ, ბიზნესიც და განწყობაც პოზიტიურია. 2024 წლის ბოლო პერიოდი პოლიტიკურად აქტიური და ცოტა დაღმავალი ტრენდით გამოირჩეოდა, თუმცა სიტუაცია დასტაბილურდა.

რაც შეეხება ფასებს, უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი ზრდა ფასების, ვფიქრობ, არ არის მოსალოდნელი. მაქსიმუმ ალბათ 3-5%-ის ფარგლებში გაიზარდოს, თუ რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა არ მოხდა გლობალურ ბაზარზე,” - განაცხადა ლევან დიასამიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები