2025 წელს ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობა შემცირდა, ფართობი - გაიზარდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მშენებლობაზე გაცემული ნებართვებისა და ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების შესახებ ინფორმაციით, გასულ წელს ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 3.5 მლნ მ² ფართობის 3 393 ობიექტი. ფართობი წლიურად 8.1%-ით გაიზარდა, რაოდენობა კი 5.9%-ით შემცირდა.
ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 34.4% მოდის ქ. თბილისზე, 13% — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.5% — კახეთის რეგიონზე და 8.8% — ქვემო ქართლის რეგიონზე.



























