2025 წელს, “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ქართული ნავთობის რეალიზაციიდან შემოსავალი 34%-ით შეუმცირდა.
კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა რომ გასულ წელს კორპორაციამ საქართველოში მოპოვებული ნავთობის გაყიდვით 17.7 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2024 წელს 26.7 მლნ იყო.
ნედლი ნავთობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი მოიცავს როგორც პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებიდან მიღებული, ასევე ჯგუფის მიერ მოპოვებული ნავთობის გაყიდვებს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში აუქციონების მეშვეობით კომპანიამ სულ 103,384 ბარელი ნედლი ნავთობი გაყიდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელზე 21% -ით ნაკლები იყო.
ამასთან 18%-ით შემცირდა 1 ბარელი ნავთობის ფასი და 75.67 დოლარის ნაცვლად 62.10 დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ნავთობის და გაზის კორპორაცია 2 ტიპის ნავთობის Georgian Light -ის და Georgian Heavy-ს რეალიზაციას ახდენს.
წელსაც კორპორაციამ „ საქართველოში მოპოვებულ 10 000 ტონა ნედლ ნავთობი გამოიტანა გასაყიდად. 8 სექტემბრისთვის S&P Global-ის მიერ გამოცხადებული ფასებით ეს მოცულობა 7 286 967 დოლარად (19 039 388 ლარი) იყო შეფასებული.
























