„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა.
წლის ბოლოს პროექტის 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია, აღნიშნულს ისიც მოწმობს, რომ ტერიტორიის 26 ჰა უკვე მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია.
„ამბასადორის კუნძულის განვითარების პროცესში ისტორიული თარიღების მოწმენი ვართ - შავ ზღვაში ექსპლუატაციაში შევიყვანეთ 26 ჰა ტერიტორია, სადაც დაწყებულია ამბასადორის პირველი მრავალფუნქციური კომპლექსის განვითარება, რომელიც მოიცავს ღია და დახურულ საცურაო აუზებს, ფიტნესცენტრს, ბუტიკურ მაღაზიებს, ვერტოდრომს და სხვა მრავალ თანამედროვე ინფრასტრუქტურულ კომპონენტს, რომელიც კომფორტული ცხოვრებისა და დასვენებისთვის არის შექმნილი. ამ დროისათვის კომპანიას შავ ზღვაში გაშენებული აქვს 48 ჰა ტერიტორია, რომელიც იანვარში უკვე ექსპლუატაციაში გვექნება მიღებული,” - ამბობს „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გენერალური დირექტორი.
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, მისი განხორციელების შემდეგ, ქვეყნის ბიუჯეტში წლიურად 65 მლნ დოლარის გადასახადების აკუმულირებას მოახდენს. ღია, საჯარო მონაცემებზე დაყრდნობით ეს ზუსტად ის ეკონომიკური მაჩვენებელია, რომლის აკუმულირებასაც ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის გლობალური ეკონომიკური პროექტი ახდენს.



























