სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2,333 ადამიანს მიენიჭა, რაც 1,254-ით ანუ 35%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წელს.
საქსტატის ინფორმაციით, წინა მოქალაქეობის მიხედვით, ყველაზე მეტი - 1,393 ადამიანი - რუსეთის ფედერაციის მოქალაქე იყო. ათეული კი ასე ნაწილდება:
| წინა მოქალაქეობა | საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება |
| რუსეთის ფედერაცია | 1,393 ადამიანი; |
| გერმანია | 296 ადამიანი; |
| სხვა ქვეყანა | 132 ადამიანი; |
| უკრაინა | 114 ადამიანი; |
| სომხეთი | 104 ადამიანი; |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 81 ადამიანი; |
| ისრაელი | 71 ადამიანი; |
| თურქეთი | 62 ადამიანი; |
| საბერძნეთი | 43 ადამიანი; |
| გაერთიანებული სამეფო | 23 ადამიანი; |
| მოქალაქეობის არმქონე პირი | 11 ადამიანი. |
საქსტატის თანახმადვე, ბოლო 10 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა 39,061 ადამიანმა მიიღო, მათ შორის მოქალაქეობის მინიჭების პიკი 2022 წელს დაფიქსირდა, როდესაც 4,869-მა პირმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა:
2015 - 4,016 მოქალაქე;
2016 - 4,879 მოქალაქე;
2017 - 4,447 მოქალაქე;
2018 - 4,019 მოქალაქე;
2019 - 2,991 მოქალაქე;
2020 - 2,324 მოქალაქე;
2021 - 2,485 მოქალაქე;
2022 - 4,869 მოქალაქე;
2023 - 3,111 მოქალაქე;
2024 - 3,587 მოქალაქე;
2025 - 2,333 მოქალაქე.
რაც შეეხება მოქალაქეობის შეწყვეტას, 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 1,426 ადამიანს შეუწყდა, რაც 2024 წელთან შედარებით 166-ით, ანუ 10%-ით ნაკლები იყო. საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის იურიდიულ საფუძველს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს. სტატისტიკის თანახმად, 1,426 პირიდან, ვისაც გასულ წელს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა 639-მა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. მეორე ადგილზეა საბერძნეთი, რომლის მოქალაქეობაც 209 პირმა მიიღო, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ, მესამე პოზიციას კი თურქეთი იკავებს 121 პირით.
| ქვეყანა | მოქალაქეობა |
| რუსეთის ფედერაცია | 639 ადამიანი; |
| საბერძნეთი | 203 ადამიანი; |
| სხვა ქვეყანა | 164 ადამიანი; |
| თურქეთი | 121 ადამიანი; |
| ისრაელი | 81 ადამიანი; |
| არ არის მითითებული | 52 ადამიანი; |
| უკრაინა | 41 ადამიანი; |
| ამერიკის შეერთებული შტატები | 39 ადამიანი; |
| სომხეთი | 37 ადამიანი; |
| გერმანია | 28 ადამიანი; |
| გაერთიანებული სამეფო | 11 ადამიანი; |
| აზერბაიჯანი | 10 ადამიანი. |




























