მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს მთავრობამ გეგმაზე ₾17 მილიონით მეტი გადასახადები აკრიფა - შესრულების ანგარიში

ფინანსთა სამინისტრო ფასადი

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21,940,000,000 ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად, ბიუჯეტში შესულია 21,957,477,800 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 17.5 მილიონ ლარს შეადგენს.

2025 წლის განმავლობაში კონკრეტული გადასახადების მიხედვით, საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 7,515,067,100 ლარი, გეგმის 99.6%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 8,126,469,300 ლარი, გეგმის 99.9%;
  • მოგების გადასახადი - 2,881,352,200 ლარი, გეგმის 100%;
  • აქციზის გადასახადი - 2,728,646,300 ლარი, გეგმის 103%;
  • იმპორტის გადასახადი - 146,620,400 ლარი, გეგმის 101%;
  • სხვა გადასახადები - 559,333,400 ლარი, გეგმის 96.4%.

ბიუჯეტში 345 მილიონი ლარი შევიდა არაფინანსური აქტივების კლებიდან, ანუ პრივატიზაციიდან რაც გეგმის 115%-ია. აქედან 5G რადიოსიხშირული სპექტრის ლიცენზიების მოსაკრებლებზე 125.7 მილიონი ლარი მოდიოდა.

ამასთან მთავრობამ სახაზინო ობლიგაციებისა და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით 1.58 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა - გეგმის 99.3%. საგარეო ვალდებულებების მიმართულებით კი შესრულება 1.5 მილიარდი ლარი იყო, რაც გეგმის 98%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები