მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო 600-ზე მეტი ობიექტი შემოწმდება - სეს

სეს
25.03.25 12:05
656

მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოში რეგისტრირებული 600-ზე მეტი ობიექტის შემოწმება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ-დაავადებებთან ეფექტიანი ბრძოლისთვის და შედეგად, მაღალი ხარისხის მოსავლის მისაღებად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ფერმერებს, არ შეიძინონ მცენარეთა დაცვის საშუალებები არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, დაიცვან შენახვის პირობები და ვადები, ასევე გაითვალისწინონ დოზირება და გამოყენების ინსტრუქცია", - ნათქვამია სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ვარგისიანობის ვადებს, წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხისა და კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, იღებენ და ამოწმებენ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშებს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სპეციალიზებულ მაღაზიებში სააგენტომ 720-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია პესტიციდის 450 და აგროქიმიკატის 50 ნიმუში. კონტროლის შედეგად გამოვლინდა მარკირების, შეფუთვისა და დაფასოების წესის დარღვევის, უხარისხო, ვადაგასული და არარეგისტრირებული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და ბიზნესოპერატორად აღიარების გარეშე საქმიანობის ფაქტები. გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა 123 ბიზნესოპერატორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები