მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში პესტიციდების და აგროქიმიკატების უკანონო რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

აგროქიმიკატები
20.07.26 11:49
114

ქუთაისში ბიზნესოპერატორები, აგროქიმიკატების რეალიზაციას, რეგისტრაციისა და სააგენტოსგან მინიჭებული აღიარების გარეშე ყიდდნენ.

ფაქტები იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქუთაისში (ჭავჭავაძის გამზირი N 51) შპს ,,ალგო 2014“-ს და ინდივიდუალური მეწარმე ც. ა. -ს ობიექტების შემოწმების შედეგად გამოვლინდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტები დაჯარიმდნენ და შესაბამისი მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო პროცედურების გავლის გარეშე აგროქიმიკატებით ვაჭრობა აეკრძალათ.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად, მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილება", - წერია სეს-ის გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები