მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2025 წელს „რუსთავის ფოლადმა“ უნაკერო მილების წარმოება 15%-ით გაზარდა - სად იყიდება ქართული ნაწარმი?

იგორ კორიტკო

„რუსთავის ფოლადისთვის“ 2025 წელი წარმატებული იყო. კომპანიამ უნაკერო მილების წარმოება 15%-ით გაზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა ქართული ნაწარმის ექსპორტიც.

გასული წლის შედეგებსა და 2026 წლის გეგმებზე „რუსთავის ფოლადის“ დირექტორმა იგორ კორიტკომ BMG TV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მენეჯმენტის ხედვა, უნაკერო მილების წარმოების განვითარებაა, რადგან ამ მიმართულებით პერსპექტივებს ხედავენ.

"საქართველოში უნაკერო მილებს მხოლოდ ჩვენ ვაწარმოებთ. კავკასიის რეგიონშიც არც ისე ბევრი მეწარმეა. ამიტომ, ძალიან დიდ შესაძლებლობებს ვხედავთ ამ მიმართულებით და ვზრდით უნაკერო მილების წარმოებას და გაყიდვებს. მინდა აღვნიშნო, რომ 2024-ს თუ 2023-ს შევადარებთ მილების წარმოება 3-ჯერ გავზარდეთ, რაც შესანიშნავი შედეგია. 2025 წელს უკვე ეს პროცესი გავაგრძელეთ და წარმოება 15%-ით გავზარდეთ, ეს აღარ არის 300%-იანი ზრდა, თუმცა როდესაც ასეთი მაღალი ნიშნულიდან დავიწყეთ, ეს პროცენტული მაჩვენებელი უკვე საკმარისად კარგია.

კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც 2025 წლისთვის გვქონდა, ეს ფოლადის ფასის და ხარჯების გაუმჯობესებაა, რომელიც არის ჩვენი ბიზნესის მთავარი პროცესი იმიტომ, რომ ფოლადისგან იწარმოება სწორედ ეს მილები. შესაბამისად, ფოლადის წარმოებაში ახალი აღჭურვილობა შემოვიტანეთ, შესაბამისად ხარჯთეფექტურობა გაუმჯობესდა. ამ მხრივ 2025 წელს კარგი მაჩვენებლები გვქონდა, ხარჯები შევამცირეთ ფოლადისა. ეს 2025 წლისა ორი მთავარი მიმართულება და ვფიქრობ, წარმატებულები ვიყავით“, - განაცხადა კორიტკომ.

მისი ინფორმაციით, უნაკერო მილების თითქმის 100% ექსპორტზე გადის და კომპანია საქართველოში წარმოებულ პროდუქტს ორ ძირითად ბაზარზე ყიდის.

„2025 წელს 33 000 ტონა უნაკერო მილები გავყიდეთ. თითოეული მილი უნიკალურია, რადგან მათ სხვადასხვა მოცულობა, სისქე და თავისებურებები აქვს. ჩვენ ორი ძირითადი ბაზარი გვაქვს - მსოფლიოში ყველაზე მსხვილი აშშ და ევროპის ქვეყნები, უფრო კონკრეტულად კი იტალიაში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში. სხვა ქვეყნებში შედარებით ნაკლები რაოდენობით.

მომავლის გეგმა ცენტრალური აზიის, სამხრეთ აზიისა და ამერიკის სამხრეთის ნაწილის მიმართულებით ექსპორტის განვითარებაა. დღეს ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ქართული პროდუქტი ასეთ ქვეყნებში იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პროდუქტის ხარისხი იმ დონის არის, როგორიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ნაწარმია“, - აცხადებს იგორ კორიტკო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები